TSU Online
Geo | Eng

ურარტოლოგიური არქივი

(1921-59)

მიხაკო წერეთლის ურარტოლოგიური ნაშრომები განსაზღვრავ მსოფლიო ურარტოლოგიის დღევანდელ დონეს. მიხაკო წერეთელი სწორედ მისი ურარტოლოგიური ნაშრომებით იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო მეცნიერებაში.

მ.წერეთელმა, პირველმა მსოფლიოში, 1933 წელს სწორად წაიკითხა კელიშინის სტელის ასურულ-ურარტული ბილინგვა. სტელის ბილინგვაზე, რომელიც მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს ერაყის ქალაქ კელიშინში, იმ დროიდან მოყოლებული მუშაობდნენ მსოფლიოს სხვადსახვა მეცნიერები, თუმცა მიხაკო წერეთელმა პირველმა გაშიფრა სწორად არსებული წარწერა და განსაზღვრა ურარტული ენის გრამატიკის მანამდე არსებული პრობლემები. მსოფლიოს უდიდესი მეცნიერები მიხაკო წერეთელს ურარტოლოგიის პატრიარქად მიიჩნევენ. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხაკო წერეთელმა სრულყოფილად - (თარგმანითა და კომენტარებით) გამოაქვეყნა ყველა ურარტული ტექსტი.

მ. წერეთლის ურარტოლოგიური ნაშრომები ასევე ფასდაუდებელია საქართველოს უძველესი ისტორიის კვლევისათვის. მოგეხსენებათ, რომ უძველესი ქართველური გაერთიანებები პირველად ურარტულ და ასურულ ტექსტებში მოიხსენება. შესაბამისად, ურარტული და ასურული წერილობითი წყაროებით იწყება საქართველოს ისტორია, განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მიხაკო წერეთელი, ძირითადად ურარტოლოგიური ნაშრომებისთვის იდევნებოდა ქართული მეცნიერებიდან. სწორედ ამიტომ, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა დააარსა ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა ახლად შექმნილ ქართულ უნივერსიტეტში და ამ კათედრას მოიაზრებდა, როგორც ფარს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობისა.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი მ. წერეთლისეული ურარტოლოგიური შრომები სასტიკად იკრძალებოდა საბჭოთა პერიოდში.

თსუ-ის გამომცემლობა და მიხაკო წერეთლის სახელობის ასირიოლოგიის დეპარტამენტი პირველად ამზეურებს დიდი ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილ ამ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს, რომელიც ფასდაუდებელია აქართველოსთვის.
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 23 დეკ 19 12:09| გვერდების ნახვა: 2,219,188
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili