TSU Online
Geo | Eng
კურსი გათვალისწინებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე სემესტრის ფიზიკის მიმართულების ბაკალავრებისათვის და შეიცავს დიფერენციალური განტოლებების (რაც გულისხმობს ჩვეულებრივ და კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებებს) პროგრამით გათვალისწინებულყველა საკითხს. სისრულისათვის კურსში ასევე შესულია რამდენიმე საკითხი (მათშორის ინტეგრალური განტოლებები), რომელიც არაა სილაბუსში ასახული; ამოხსნილია თითქმის ყველა ტიპიური ამოცანა და მოცემულია სავარჯიშოები დამოუკიდებელი მუშაობისათვის. სავარჯიშოები ძირითადი ტექსტის განუყოფელი ნაწილია,რომლებიც შემდგომ გამოყენებულია. დიფერენციალური განტოლებების თეორიისფუნდამენტური და ძირითადი ფაქტები მოყვანილია თეორემებისა და დებულებებისსახით, რომლებიც ზოგჯერ დამტკიცებული არ არის, რადგან ვერცერთი მოცულობის კურსი მათ სრულად ვერ დაიტევს. ამ ნაპრალს ავსებს სავარჯიშოები. პირველი თავის ბოლოს მოცემულია დამატებითი ამოცანები, რომლითაც ჩვეულებრივიდიფერენციალური განტოლებების ძირითადი საკითხები ამოწურულია. ასეთი სავარჯიშოების მოყვანისაგან კურსის მეორე და მესამე ნაწილების ბოლოს თავი შევიკავეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ იმავე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. არგვინდოდა, რომ ამოცანები მხოლოდ შრომატევად სავარჯიშოებად დარჩენილიყო.ამის საკომპენსაციოდ დამატებაში მოვიყვანეთ კომპიუტერული ალგებრის სისტემაMაპლე-ზე რეალიზებული ტიპიური ამოცანების ამოხსნები. ისინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კურსში მოცემული ყველა სავარჯიშოსათვის, რასაც მიმართავსკიდეც ზოგიერთი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი.კურსის შედგენისას მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მასალა დაძლევადიყოფილიყო თხუთმეტ სალექციო საათში ყველა დონის სტუდენტისათვის, რაც მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ აღმოჩნდა.





ISBN 978-9941-13-844-7 (pdf)
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 23 დეკ 19 12:09| გვერდების ნახვა: 2,219,352
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili