TSU Online
Geo | Eng
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო სავალდებულო სალექციო კურსის – ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელოს. იგი განკუთვნილია უპირველეს ყოვლისა ფიზიკის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. წიგნის წასაკითხად აუცილებელია უმაღლესი მათემატიკისა (კალკულუსი II) და ზოგადი ფიზიკის საფუძვლების ცოდნა. წიგნის მთავარი დანიშნულებაა სტუდენტი აზიაროს მიკროსამყაროს ძირითად კანონზომიერებებს და დაანახოს მისთვის ჩვეული კლასიკური აზროვნებიდან კვანტურზე გადართვის აუცილებლობა. თუმცა კვანტური მექანიკის მათემატიკური აპარატი წიგნში მინიმალური აუცილებელი დოზით არის გადმოცემული, რათა მკითხველს გაუადვილდეს პირველ რიშგი მოვლენის ფიზიკური არსის გააზრება.
წიგნი ასევე სასარგებლო იქნება ატომური ფიზიკის საფუძვლებით დაინტერესებული მკითხველისთვისაც.









ISBN 978-9941-13-722-8 (pdf)
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 23 დეკ 19 12:09| გვერდების ნახვა: 2,206,703
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili