TSU Online
Geo | Eng

A 4 ფორმატი; 350 გვერდი,  
მაგარი ყდა; 4 X 0; ლამინირებული
700  ეგზემპლარი    
              

ნაშ­რომს სა­ფუძ­ვლად უდევს ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი, რო­მე­ლიც
სა­მი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკითხ­ე­ბო­და ფი­ლო­ლო­გი­ის 
ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.  უნდა ით­ქვას, რომ მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი
ბევ­რი იდე­ა, შე­საძ­ლო­ა,წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, წლი­დან წლამ­დე
იბა­დე­ბო­და აუ­დი­ტო­რი­ა­ში მსმე­ნელ­თა წი­ნა­შე მათ­თან
წარ­მო­სახ­ვით დი­ა­ლოგ­ში. განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.   
              
          

წინასიტყვაობა

ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი თა­ვის ნა­ფიქრს და სათ­ქმელს დამ­წერ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით
გად­მოს­ცემ­და, დი­დი ხნის მან­ძილ­ზე, - რომ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­ნუ­ზო­მე­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მი­სი მენ­ტა­ლუ­რი სფე­როს კუთ­ვნი­ლე­ბა იყო, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რად ვრცელ­დე­ბო­და. მწიგ­ნობ­რო­ბას არ გა­უ­უქ­მე­ბია ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა, იგი თან ­ სდევს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას დღემ­დე სხვა­დას­ხვა დო­ნე­ებ­ზე, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო
მეტყ­ვე­ლე­ბით დაწყ­ე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სა­დაც არ­სე­ბობს ენა, იქ ზე­პირ სიტყ­ვას ბუ­ნებ­რივ­ი ას­პა­რე­ზი აქვს. მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას – ენის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი სა­ხე და არს­ი ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა­ა, ენა არ გა­ჩე­ნი­ლა იმის­თვის, რა­თა აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი ნიშ­ნე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მარ­თა­ლი­ა, მხო­ლოდ დამ­წერ­ლო­ბამ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ის­ტო­რი­ა, შე­იქ­ნა რა მახ­სოვ­რო­ბის სა­ი­მე­დო ჭურ­ჭლად, ამავ­დრო­უ­ლად, მან და­კარ­გა ბუ­ნებ­რი­ო­ბა და ის ცხო­ველ­მყო­ფე­ლი გავ­ლე­ნა ადა­მი­ან­ზე და უშუ­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას თა­ვი­სუ­ფალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­და. რომ და­ვა­ზუს­ტოთ, სიტყ­ვი­ერ­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, დრო­ის­მი­ე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­დან, რო­მელ­საც და­სა­ბა­მით­ვე ეკუთ­ვნო­და, სივ­რცის­მი­ერ (პლას­ტი­კურ) ხე­ლოვ­ნე­ბა­თა სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მკითხ­ველს უხ­დე­ბა ხი­ლუ­ლი ნიშ­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი ტექ­სტი­დან იმ უხი­ლა­ვის აღ­დგე­ნა, რო­მელ­საც ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი ნა­კა­დი წარ­მო­ად­გენს. პლა­ტო­ნი "ფედ­როს­ში" სოკ­რა­ტეს პი­რით გუ­ლუბ­რყვი­ლო­ე­ბად ნათ­ლავს მათ, ვინც ჩა­წე­რილ სიტყ­ვას მოს­მე­ნილ­ზე მაღ­ლა აყე­ნე­ბენ. პლა­ტო­ნი დამ­წერ­ლო­ბის ცუდ თვი­სე­ბად მი­იჩ­ნევს იმას, რაც მას მხატ­ვრო­ბას­თან ანა­თე­სა­ვებს. მი­სი ფი­გუ­რე­ბი, ამ­ბობს იგი, ცოცხ­ლე­ბი­ვით დგა­ნან, მაგ­რამ რო­ცა შე­ე­კითხ­ე­ბი, მე­დი­დუ­რად დუ­მან. ასე­ვე ით­ქმის და­წე­რი­ლი თხზუ­ლე­ბის მი­მართ: იგი ლა­პა­რა­კობს, რო­გორც გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ შე­კითხ­ვა­ზე მა­თი ნათ­ქვა­მის გა­მოსულ ­მუ­დამ ერ­თსა და იმა­ვეს გპა­სუ­ხო­ბენ. ყო­ვე­ლი თხზუ­ლე­ბა, ერ­თხელ ჩა­წე­რი­ლი, ყველ­გან მი­მო­იქ­ცე­ვა - მათ­თა­ნაც, ვი­საც ეს­მის მი­სი და მათ­თა­ნაც, ვი­საც არ ეგე­ბის მი­სი წა­კითხ­ვა. ჩა­წე­რილ­მა თხზუ­ლე­ბამ თა­ვად არ იცის, ვის ელა­პა­რა­კოს და ვის - არა. სოკ­რა­ტე ამ­ბობს, რომ და­უ­წე­რე­ლი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც არის და­წე­რი­ლის უფ­რო­სი ძმა, იწე­რე­ბა მსმე­ნე­ლის გულ­ში და მას შე­უძ­ლია თა­ვის დაც­ვა და ლა­პა­რა­კი, ვის­თა­ნაც ეგე­ბის, და ასე­ვე შე­უძ­ლია დუმილი. და­წე­რი­ლი სიტყ­ვა მხო­ლოდ ასახ­ვაა ცოცხ­ა­ლი სიტყ­ვი­სა. ჩვენ დავ­ძენთ, რომ ის, რაც ასა­ხუ­ლი­ა, გარ­კვე­უ­ლი აზ­რით, მკვდა­რი­ა. ის ემ­სგავ­სე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­ჩე­ნილ ფრინ­ველს, რო­მე­ლიც გა­ლი­ა­შია გა­მომ­წყვდე­უ­ლი.
მარ­თა­ლი­ა, დამ­წერ­ლო­ბამ ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი ტექ­სტის მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ნიშ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ფიქ­სი­რე­ბით მა­თი ხან­გრძლი­ვად შე­ნახ­ვის სა­ი­მე­დო გა­რან­ტია შექ­მნა, მაგ­რამ ზე­პირ­სიტყ­ვი­ერ შე­მოქ­მე­დე­ბას წა­არ­თვა მი­სი არ­სე­ბი­თი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ველ სინ­კრე­ტიზ­მში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. შე­საძ­ლო­ა, ნა­რა­ტი­უ­ლი პრო­ზა­უ­ლი ჟან­რე­ბის­თვის სა­დავო იყოს, მაგ­რამ პო­ე­ტუ­რი ტექ­სტე­ბი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის დამ­წერ­ლო­ბა­შე­უ­ხე­ბელ კლა­სი­კურ ხა­ნა­ში (და მე­რეც) მხო­ლოდ სიტყ­ვი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გად­მოს­ცემ­და, მათ თა­ნ ახ­ლდა ჰან­გი არა რო­გორც მხო­ლოდ შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე, არა­მედ სიტყ­ვას­თან შეზ­რდი­ლი გა­ნუ­ყო­ფე­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ეს გა­ნუ­ყო­ფე­ლი დამ­წერ­ლო­ბამ გახ­ლი­ჩა, უგუ­ლე­ბელ­ყო რა მუ­სი­კა­ლუ­რი მხა­რე, რომ­ლის გა­რე­შე პო­ე­ტუ­რი (და ზო­გი­ერ­თი თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თოდ) მეტყ­ვე­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და.
გარ­და ამი­სა, დამ­წერ­ლო­ბამ უგუ­ლე­ბელ­ყო ზე­პი­რი სიტყ­ვის დი­ა­ლო­გუ­რი ბუ­ნე­ბა, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მთე­ლი არ­სი, რო­მე­ლიც მთქმელ­სა და მსმე­ნელს შო­რის უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. ცოცხ­ა­ლი სიტყ­ვის სმე­ნი­სას მსმე­ნე­ლი მთე­ლი არ­სე­ბით არის ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში. ფოლ­კლო­რულ ტექსტს, გან­სხვა­ვე­ბით და­წე­რი­ლის­გან, თა­ვის­თა­ვა­დი არ­სე­ბო­ბა არა აქვს – იგი მის მსმე­ნელ­თან ერ­თად არ­სე­ბობს, მსმე­ნელ­თან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იძენს საზ­რისს. სა­დაც არ არის მსმე­ნე­ლი (ა­უ­დი­ტო­რი­ა), იქ ტექ­სტიც არ არის, ან მას პო­ტენ­ცი­უ­რი არ­სე­ბო­ბა აქვს და ყო­ვე­ლი წარ­მოთ­ქმი­სას თით­ქოს ხე­ლახ­ლა, არა­ვინ იცის, მეხ­სი­ე­რე­ბის რო­მე­ლი ხვე­უ­ლი­დან იბა­დე­ბა. ცოცხ­ა­ლი სიტყ­ვის გა­და­ცე­მის ერ­თა­დერ­თი ინ­სტრუ­მენ­ტი, ხელ­თუქ­მნე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო ჰა­ე­რია, რო­მე­ლიც ვიბ­რი­­რებს სიტყ­ვის შე­ხე­ბის­გან და არა დამ­წერ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრან­სმი­სი­ის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ან, თუნ­დაც, სიმ­ბო­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა­ა. და თა­ვად ეს სა­შუ­ა­ლე­ბა – წიგ­ნი – იძენს მას­ში "ჩა­დე­ბუ­ლი" ში­ნა­არ­სის­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ ღი­რე­ბუ­ლე­ბას და ხდე­ბა კულ­ტუ­რის ფაქ­ტი.
არ უნ­და გვკვე­ბოს იმის ილუ­ზი­ამ, რომ წიგ­ნებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის (ზღაპ­რე­ბი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი ან­და­ზე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი) ტექ­სტე­ბი რამ­დე­ნად­მე სრულ­ყო­ფილ ან ნამ­დვილ (ავ­თენ­ტურ) წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნი­ს ზე­პირ­სიტყ­ვი­ერ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. ბევრ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის იმ ორ­გა­ნუ­ლი ნა­ყო­ფის­გან დარ­ჩე­ნი­ლი ჩენ­ჩო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ნო­ოს­ფე­რო­ში უხი­ლა­ვად არ­სე­ბობ­და და გა­ნა­პო­ხებ­და მის ცნო­ბი­ე­რე­ბას. აქ გვა­გონ­დე­ბა ოდი­სევ­სის სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მან თა­ვი­სი აწ­მყო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­უ­კე­თე­სო თავ­თა­ვე­ბის­გან ნა­ლეწ ბზეს შე­ა­და­რა: არ მეტყ­ო­ბა, რო­გო­რი თავ­თა­ვიც ვი­ყა­ვი­ო?
წიგ­ნი არ არის ფოკ­ლო­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ად­გი­ლი, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, წიგ­ნი მი­სი სა­მარ­ხია (ამ სიტყ­ვის რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი აზ­რით). ან­თო­ლო­გი­ებ­სა და მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლებ­ში და­ბეჭ­დი­ლ ფოლ­კლო­რულ მა­სა­ლას, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცალ­მხრი­ვო­ბი­სა, კი­დევ ის ნაკ­ლი აქვს, რომ იგი მოწყ­ვე­ტი­ლია იმ ყო­ფას, რო­მელ­მაც წარ­მოშ­ვა. ეს დიდ ხარ­ვეზს ქმნის ფოლ­კლო­რუ­ლი ტექ­სტე­ბის ადეკ­ვა­ტურ აღ­ქმა­სა და შეც­ნო­ბა­ში, რაც არ ემუქ­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის ნა­ყო­ფი­ა, მაგ­რამ ისე ორ­გა­ნუ­ლად არ არის ამოზ­რდი­ლი ტრა­დი­ცი­ი­დან და ყო­ფი­დან (ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ყო­ფი­დან), რო­გორც ფოლ­კლო­რი. რაც უნ­და დიდ შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ტენ­ცი­ას მი­ვა­წერ­დეთ ხალხს, მწიგ­ნობ­რუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, თა­ვი­სი გარ­დაუ­ვა­ლი ძლე­ვა­მო­სი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მსვლე­ლო­ბით და კულ­ტურ­ტრე­გერ­თა თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ხელ­შეწყ­ო­ბით, ცდი­ლობს მო­იც­ვას ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი კულ­ტუ­რა, გა­და­იყ­ვა­ნოს თა­ვის "ბა­ქან­ზე" აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა შე­დე­გით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ყო­ფის, სა­ბო­ლო­ოდ, ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბის, რო­გორც პრინ­ცი­პის, რღვე­ვა, რო­მელ­საც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტურ­მა მწიგ­ნობ­რულ­მა კულ­ტუ­რამ მის­ცა და­სა­ბა­მი, თა­ვის მხრივ, გზას უხ­სნის და ამ­კვიდ­რებს ფსევ­დო­ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა არ ვა­ღი­ა­როთ ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ენერ­გი­ის თან­და­თა­ნო­ბი­თი დაშ­რე­ტის პრო­ცე­სი, რაც ად­რე­ვე აი­სა­ხა ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რი ჟან­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­ღა­რი­ბე­ბა­ში. ძვე­ლი ჟან­რე­ბის ას­პა­რე­ზი იკარ­გე­ბა, ახა­ლი აღარ იქ­მნე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ფოლ­კლო­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მკრთა­ლი ჩრდი­ლია იმი­სა, რაც ტრა­დი­ცი­ულ ხა­ნა­ში ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის სა­ხით არ­სე­ბობ­და და ხალ­ხის ყო­ფა-­ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს (ნივ­თი­ერს თუ მენ­ტა­ლურს) ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. თუმ­ცა ეს ჩრდი­ლიც კი, მსგავ­სად მრა­ვალ­ნა­ცა­დი ოდი­სევ­სის სიტყ­ვე­ბი­სა, ერ­თგვა­რად ამ­ხელს იმ მოვ­ლე­ნის სი­დი­ა­დეს, რო­მელ­მაც და­ტო­ვა იგი. ფა­ტა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ, ალ­ბათ, კა­ნონ­ზო­მი­ე­რიც, რომ მი­სი შეს­წავ­ლა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის დი­დი მიქ­ცე­ვის შემ­დეგ იწყ­ე­ბა. კვლავ შე­და­რე­ბას თუ მო­ვიხ­მობთ, ჩა­წე­რი­ლი ფოლ­კლო­რი ჰგავს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის იმ შე­ჩე­რე­ბულ კად­რებს, რო­მელ­თაც არც დი­ნა­მი­კა და არც ხმა, არც ფე­რი არ შე­მორ­ჩე­ნი­ათ.
მი­უ­ხე­და­ვად ზე­მოთ­ქმუ­ლი­სა, ხალ­ხუ­რი სიტყ­ვი­ე­რე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დის­ციპ­ლი­ნა – ფოლ­კლო­რის­ტი­კა ერ­თ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­გია ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში. მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია ჟან­რობ­რი­ვად მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ამო­უ­წუ­რა­ვია რო­გორც მო­ცუ­ლო­ბით, ისე პრობ­ლე­მა­ტი­კით და ხედ­ვის მრა­ვალ­მხრი­ვო­ბით. მი­სი მო­მიჯ­ნა­ვე დის­ციპ­ლი­ნე­ბი (ეთ­ნო­ლო­გი­ა­-ეთ­ნოგ­რა­ფი­ა, კულ­ტუ­რუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ა, რე­ლი­გი­ათ­მცოდ­ნე­ო­ბა, რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ა...) ახალ­-ა­ხალ პერ­სპექ­ტი­ვებს გა­დაშ­ლის მის წი­ნა­შე და ახალ­-ა­ხალ ამო­ცა­ნებს უსა­ხავს მას. ამი­ტო­მაც ერ­თი მო­ნოგ­რა­ფი­ის ფარ­გლე­ბი ვერ მო­ი­ცავს ზე­პირ­სიტყ­ვი­ერ მემ­კვიდ­რე­ო­ბას მთე­ლი მი­სი სის­რუ­ლით და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, და არც წი­ნამ­დე­ბა­რე წიგნს ექ­ნე­ბა ასე­თი მი­ზა­ნი. მკითხ­ვე­ლი გა­ეც­ნო­ბა მხო­ლოდ ძი­რი­თადს, მხო­ლოდ იმ არ­სე­ბითს, რო­მე­ლიც, ავ­ტო­რის აზ­რით, ქარ­თუ­ლი ფოლ­კლო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბას წარ­მო­ა­ჩენს.
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 23 დეკ 19 12:09| გვერდების ნახვა: 2,219,329
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili